Wednesday, December 16, 2009

beauty



ვიწყებ :)

ჩამოვთვლი თავის მოვლის საშუალებებს, რომლებიც ჩემს ფავორიტებშია

ტუჩები-ზამთარში განსაკუთრებით გამოგადგებათ carmex-

 უებარი საშუალებაა, ღირს ძალიან იაფი, იპოვით amazon, target საიტებზე.თუ ზამთარში იტანჯებით, შეიძინეთ და შემდეგ მადლობა მითხარით :)ასევე კარგია Belweder,The Body Shop ბალზამებიც.

ფრჩხილები-სუკეთესო ლაქებია ჩემთვის-opi,bourjous,ლაქის მოსაშორებელი სითხე-mavala, ასევე ნუნების დასამუშავებელი/დამარბილებელი კრემები, რომელიც მომეწონა-L'OCCITANE Shea Butter,Burt's Bees.

შამპუნები-ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემაა, უამრავი მქონია და ჩემთვის ყველაზე საყვარელ შამპუნებს ჩმოვთვლი-Aveda,Bumble and Bumble,Sebastian,L'Occitane,Kerastase,Tigi,Halo.

თმის ნიღბებს რაც შეეხება, მაინც სახლში მომხადებულს ვანიჭებ უპირატესობას, მე მქვს ნორმალური ტიპის თმა და თვეში ერთხელ ვიკეთებ ასეთ ნიღაბს-ბირკავას ზეთი, აბუსალათინის ზეთი, წიტელი წიწაკის ზეთი, ტაფლი, კონიაკი და კვერცხის გული აურიეთ და გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათი. კარგად კვებავს თმას, აძლევს ბზინვარებას და სირბილეს.

გაგრძელება იქნება ;)



Thursday, October 8, 2009

welcome back


Whitney Houston დაბრუნდა.ისე მიხარია ეს ამბავი, ფაქტიურად ოჯახის წევრია,რამდენი დისკუსია მქონდა დედაჩემთან, მის შესახებ. ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ნარკომანი იყო, ბოლოს ისიც თქვა-შენზე დავიჯერებ, მასზე არაო. სანამა ტელევიზორში არ აჩვენეს აეროპორტის კადრი, როდესაც კოკაინით(მგონი) აიყვანეს, ვერ დავარწმუნეთ.


ამ ქალს ღმერთმა დააბერტყა ერთი კალათა ნიჭიერება(სხვას სამარილეს ხელა მოწყობილებით აყრის,პოულობ სხვაობას?), გარდა ერთისა-ადამიანის ამოცნობის.სიმღერა, გარეგნობა, პლასტიკა, მსახიობური ნიჭი, ყველაფერი უხვად აქვს და მაინცდამაინც ბალბეს ბობი ბრაუნს გადაეყარა. მაგრამ მე ვიცი, ტრიუმფალური დაბრუნება იქნება, უეჭველი.


პ.ს. სასტიკად მაღიზიანებს მისი შესრულების მანერის უნიჭო კოპირება და ტოველთვის უხმო, უსმენო და უნიჭო რატომ მრერის შესარჩევ ტურებში Whitney-ს რეპერტუარს?


Friday, September 25, 2009

გამოვიდა ექიმი ჰაუსის 2 სერია.პრინციპში კმაყოფილი ვარ სერიებით, მაგრამ პირველი ძალიან მაგონებდა სცენებს "ვიღაცამ გუგუგლის ბუდეს გადაუფრინა"-ს, ალბათ იმიტომ რომ ორივე ფსიქიატრიულშია გადაღებული, მაგრამ რაღაც პლაგიატის მაგვარი შევნიშნე. სამაგიეროდ საუნდტრეკი აქვს შესანიშნავი. ჩემი გრეგი დაიჭმუჭნა და ოდნავ სენტიმენტალობა შეეპარა, იმედი მაქვს ისევ ისეთ მანიპულატორად დარჩება როგორიც იყო, რომლის გარშემოც ტრიალებდა საავადმყოფოს მედ-პერსონალი, მთავარი ექიმის ჩათვლით.კვლავაც უხეში, რომელიც ამტკიცებს, რომ არ აინტერებეს პციენტები, მას აინტერესებს-დაავადებები.

ორი სერიალი მიყვარს უზომოდ, ჰაუსი და სოპრანო.
ტონი სოპრანოზე შემდეგ დავწერ

Катнер: — А что Кадди делает в вашем кабинете?Хауз: — Кроме того, что портит весь фэн-шуй своей задницей, которая выходит на все 8 сторон ба-гуа одновременно?

Tuesday, September 22, 2009

http://eg.ru/daily/melochi/14319/

აი რა ხდება, როდესაც დიდი ფულია.

პ.ს. ჩვენთან ისეთი კრიზისია, გოგოებმა სიყვარულით დაიწყეს გათხოვება!
დიდი ხანია მინდა გავხსნა საცხობი, არანაირი მაღაზია, სილამაზის სალონი და რესტორანი, ზუსტად რომ საცხობი. საცხობი სადაც დილას ასე 8ზე უკვე იქნებოდა ცხელი პური, ფუნთუშები , კრუასანები და ცხელი ყავა/ჩაი გატანით. აი მე, ვერასდროს ვერ ვასწრებ დილას საუზმობას,არა და დილას ჭამა მიყვარს, ჩავჯდებოდი მანქანაში და გზად ვიყიდიი სენვიჩს, ფუნთუშას და ცხელ ყავას.იმდენი ხანი ვუვლიდი ჩემს ოცნებას, ვზრდიდი, ველოლიავებოდი , რომ ჯერ გაიხსნა Cofee.ge, შემდეგ Segafredo და Entree, ამ კაფეებს საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვთ, ყავის და დილის საუზმის გარდა, მაგრამ ყველა ჩემი იდეა ნაწილობრივ განახორციელეს სხვებმა.
რა ვქნა ეხლა?რაზე ვიოცნებო? ყავის სახლის ფრანშიზაზე? გასაგებია, რომ Starbucks ჯერ საქართველოში არ შემოვა, იქნებ Costa Coffee მაინც გვიკადროს.
ან იქნებ სპაზე, სპაც არ არის ჩვენთან სრულყოფილი სახით წარმოდგენილი...
როგორც მე ვხედავ, ისევ სჯობს შევიძინო NESPRESSO კაპსულები და აპარატი,პატარა ყავის სახლს მოვიწყობ და ფუნთუშებსაც გამოვიცხობ.
თქვენც კარგ დღეს გისურვებთ.

Monday, September 21, 2009

ძრწოდეთ და გეშინოდეთ!