Thursday, October 8, 2009

welcome back


Whitney Houston დაბრუნდა.ისე მიხარია ეს ამბავი, ფაქტიურად ოჯახის წევრია,რამდენი დისკუსია მქონდა დედაჩემთან, მის შესახებ. ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ნარკომანი იყო, ბოლოს ისიც თქვა-შენზე დავიჯერებ, მასზე არაო. სანამა ტელევიზორში არ აჩვენეს აეროპორტის კადრი, როდესაც კოკაინით(მგონი) აიყვანეს, ვერ დავარწმუნეთ.


ამ ქალს ღმერთმა დააბერტყა ერთი კალათა ნიჭიერება(სხვას სამარილეს ხელა მოწყობილებით აყრის,პოულობ სხვაობას?), გარდა ერთისა-ადამიანის ამოცნობის.სიმღერა, გარეგნობა, პლასტიკა, მსახიობური ნიჭი, ყველაფერი უხვად აქვს და მაინცდამაინც ბალბეს ბობი ბრაუნს გადაეყარა. მაგრამ მე ვიცი, ტრიუმფალური დაბრუნება იქნება, უეჭველი.


პ.ს. სასტიკად მაღიზიანებს მისი შესრულების მანერის უნიჭო კოპირება და ტოველთვის უხმო, უსმენო და უნიჭო რატომ მრერის შესარჩევ ტურებში Whitney-ს რეპერტუარს?