Tuesday, September 22, 2009

დიდი ხანია მინდა გავხსნა საცხობი, არანაირი მაღაზია, სილამაზის სალონი და რესტორანი, ზუსტად რომ საცხობი. საცხობი სადაც დილას ასე 8ზე უკვე იქნებოდა ცხელი პური, ფუნთუშები , კრუასანები და ცხელი ყავა/ჩაი გატანით. აი მე, ვერასდროს ვერ ვასწრებ დილას საუზმობას,არა და დილას ჭამა მიყვარს, ჩავჯდებოდი მანქანაში და გზად ვიყიდიი სენვიჩს, ფუნთუშას და ცხელ ყავას.იმდენი ხანი ვუვლიდი ჩემს ოცნებას, ვზრდიდი, ველოლიავებოდი , რომ ჯერ გაიხსნა Cofee.ge, შემდეგ Segafredo და Entree, ამ კაფეებს საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვთ, ყავის და დილის საუზმის გარდა, მაგრამ ყველა ჩემი იდეა ნაწილობრივ განახორციელეს სხვებმა.
რა ვქნა ეხლა?რაზე ვიოცნებო? ყავის სახლის ფრანშიზაზე? გასაგებია, რომ Starbucks ჯერ საქართველოში არ შემოვა, იქნებ Costa Coffee მაინც გვიკადროს.
ან იქნებ სპაზე, სპაც არ არის ჩვენთან სრულყოფილი სახით წარმოდგენილი...
როგორც მე ვხედავ, ისევ სჯობს შევიძინო NESPRESSO კაპსულები და აპარატი,პატარა ყავის სახლს მოვიწყობ და ფუნთუშებსაც გამოვიცხობ.
თქვენც კარგ დღეს გისურვებთ.

4 comments:

  1. აუცილებლად გესტუმრები შენს ყავის სახლში თუ იდეას განახორციელებ :)

    ReplyDelete
  2. ძალიან მაგარი იდეაა, დიალობით როცა სამსახურში გავრბივარ ხოლმე და სახლში ყავის დალევასაც ვერ ვასწრებ, მისწრება იქნებოდა მსგავსი "ზავიძენია" :) ადრე აკადემიაშ რომ გავრბოდი იქ ვერ ვასწრებდი და ასე..2 3 საათამდე მშერ/მწყურვალი..
    იდეაშ აუცილებელი არა ვინმე შემოიყვანო ,შენით შენი იდეით რამე საკაიფო რომ გააკეთო მაინც ძალიან ამგარი იქნება „
    წარმატებები !

    ReplyDelete
  3. კარგი იდეაა, ხშირად გესტუმრები ხოლმე :)
    just naka :)

    ReplyDelete